LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადრე დასავლეთ საქართველოში ადამიანს თუ ასთმა აწუხებდა, თბილისში გადმოსვლის შემდეგ, თავს კარგად გრძნობდა“ – ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ შეიცვალა სიტუაცია

883
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ბიძინა კულუმბეგოვი პოტკასტის „3 სიმპტომის“ სტუმარი იყო.

ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა ალერგიული დაავადების მატების მიზეზებზე.

„ალერგიული დაავადებების შემთხვევები ბოლო 30-40 წელია, მკვეთრად მატულობს. ამას ბევრი ახსნა აქვს. მაგალითად ადრე თუ დასავლეთ საქართველოში ადამიანს ასთმა აწუხებდა, თუ თბილისში გადმოვიდოდა, თავს კარგად გრძნობდა. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ქალაქში დაახლოებით 10 მანქანა დადიოდა. დღეს როცა თბილისში გადმოდიან და ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა ხდება, ჰგონიათ, რომ აქ მშრალი ჰავაა და სამკურნალოა. აქ კი მილიონამდე მანქანა დადის მავნე გამონაბოლქვით და ვერ ხვდებიან, უკეთ რატომ ვერ ხდებიან. ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორები, სამშენებლო ნაგავი და მანქანის გამონაბოლქვი, კიდევ უფრო ძლიერი ალერგენია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში არსებული ტენიანობის ფაქტორი. ალერგიული დაავადებები უფრო შესამჩნევი გახდა. რა თქმა უნდა, გაიზარდა დაავადების ამოცნობაც.

ცხოვრების რიტმმა მოიტანა ასეთი შემთხვევების მატება, მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ მას გონივრულად დაუპირისპირდნენ“, – განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები