ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ბიძინა კულუმბეგოვი „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში“ შემწვარი საკვების შესახებ მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს.
„როდესაც მე ავიღებ ქათმის ფილეს და მას შევწვავ, დავბრაწავ, აქ საბოლოოდ მივიღებ პროდუქტს, რომელიც იმუნურ სისტემას თრგუნავს. შეუძლებელია რომ მსგავსი პროდუქტები არასდროს შეჭამო, თუმცა ამას ყოველდღიური სახე არ უნდა მისცე. თუ გინდათ რომ შეწვათ, სასურველია რომ მოხდეს მისი დამარინადება. შესაძლოა მას დაადოთ როზმარინი, ან ლიმონი, ლაიმი დააწუროთ. ესენი არიან ბუნებრივი ინჰიბიტორები, რომლებიც არასასურველ რეაქციებს ანეიტრალებენ“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
