LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რვა წლის შემდეგაც კი არ უბრუნდება საწყის მდგომარეობას ჩვენი მიკრობიომი“ – ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს

157
ბიძინა კულუმბეგოვი

ანტიბიოტიკების ნეგატიურ გავლენასა და ნაწლავური მიკრობიომის დაზიანებაზე „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, ანტიბიოტიკი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო მიღწევაა, თუმცა მისი თვითნებური მიღება ორგანიზმს ხანგრძლივ ზიანს აყენებს.

ბიძინა კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიკამენტის მხოლოდ სპეციალისტის მიერ, მიზანმიმართულად დანიშვნა:

„შვედებმა 15 ათას ადამიანს დააკვირდნენ და ნახეს რომ განსაკუთრებით, იგივე კლინდამიცინი, ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი, ტეტრაციკლინი, ისეთ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს ერთხელ დალევის შემდეგაც კი, რვა წლის მერეც არ არის დაბრუნებული საწყის პოზაში ჩვენი მიკრობიომი. შედარებით დამზოგველია პენიცილინის ჯგუფის წამლები, აზითრომიცინის ანუ მაკროლიდები მაგრამ რა თქმა უნდა მათი გავლენაც უზარმაზარია, მაგრამ ისეთი არა როგორც კლინდამიცინის და ვთქვათ, ფტორქინოლონების. ამიტომ ასე ხელაღებით ანტიბიოტიკი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია და როგორც მოვლენა, როგორც სამედიცინო ინტერვენცია, მას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გავცივდი და სასწრაფოდ რამე არ გამირთულდეს ახლა აფთიაქში წავიდე და ვიყიდო. მთავარი არსი ეს არის რომ ექიმმა უნდა შეარჩიოს და ის უნდა იყოს აუცილებლად მიზანმიმართულად დანიშნული. უნდა იყოს ეს ჯგუფები სწორად გააზრებული, რომ ვის როგორი პრობლემის წინაშე შეიძლება მოუწიოს შემდეგ დადგომა…

მარტო ხელოვნურ პრობიოტიკზე ადამიანი ვერ იქნება, მთავარია ჩვენი კვების რაციონი იყოს პრობიოტიკების და პრებიოტიკების მხარდამჭერი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები