LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაუშავს ფერბურთს რომ გაანებე თავი, მაინც ყველას ეყვარები“ – გიორგი გველესიანის შვილის ემოციური მიმართვა

613
გიორგი გველესიანი

35 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან თავის ინსტაგრამგვერდზე დაწერა.

გიორგის შვილი, ნიკუშა მამას სოციალურ ქსელში ამხნევებს და წერს:

„მამა წარმატებები, გააგრძელე დიდი ხანი ბედნიერად ცხოვრება, არაუშავს ფერბურთს რომ გაანებე თავი, მაინც ყველას ეყვარები“.

შვილის პოსტს გიორგიმ შემდეგი სტატუსით უპასუხა:

„მადლობა მამა, ახლა შენი ჯერია – შენი იმედი მაქვს. აბა, შენ იცი, ბოლომდე იბრძოლე, დაისახე დიდი მიზნები და გჯეროდეს, რომ შეუძლებელი არაფერია! ❤️ მიყვარხარ!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები