LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ორი კატერის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

205
პოლიცია

ბათუმში, ორი კატერის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები