LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალები“ შესაძლოა გაგრძელდეს – ქეთი დევდარიანი: „სერიალი არ დამთავრებულა, დაპაუზებულია“

276
თაკო ჩარკვიანი

2011 წელს დაწყებული ქართული სატელევიზიო სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს.

როგორც სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა პოდკასტ „სამარილეში“ საუბრისას აღნიშნა, სერიალი ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

წამყვანის კითხვაზე, როდის დასრულდა სერიალი, ქეთი დევდარიანმა უპასუხა, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ არ დასრულებულა – ის ამჟამად დაპაუზებულია.

„ჯერ არ მორჩა, დაპაუზებულია, ვარიანტი არის, რომ გაგრძელდეს. ჯერჯერობით მხოლოდ ვარიანტია, მიდის ამაზე საუბარი“, – ამბობს სცენარისტი.

„ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა. სერიალის მე-19 სეზონი 2023 გავიდა ეთერში.

@samarilefun

ქეთის ყველაზე საყვარელი სერიალი 😍

♬ original sound – სამარილე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები