LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო, მინდა ყველას გთხოვოთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული განსაკუთრებულია, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის დაფასებისთვის“ – კახა კალაძე

224
კახა კალაძე

„რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა. ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას როგორც ჩემი, ისე ჩემი ოჯახის დაფასებისთვის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა – „წუხელ კლინიკაში დაიღუპა“

„მინდა სხდომა დავიწყო მადლობით. რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა და უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა და ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი გაიზიარა. შეიძლება ვერ მოვახერხე და ბევრს ვერ ვუპასუხე, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, მინდა მადლობა გადავუხადო.

ყველამ იცის, რომ დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვისაც დედა განსაკუთრებული იყო, და ვისაც დედები გყავთ, მინდა ყველას გთხოვოთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული მართლაც განსაკუთრებულია. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას როგორც ჩემი, ისე ჩემი ოჯახის დაფასებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები