ბენ აფლეკის ძმამ, კეისი აფლეკმა განაცხადა, რომ მათი მამა, ტიმოთი აფლეკი, მიმდინარე წელს გარდაიცვალა.
51 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წელს ორივე მშობელი დაკარგა.
„ეს ფილმი ჩემს მშობლებს მივუძღვენი, რადგან წელს ორივე, დედაც და მამაც დავკარგე. ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ძალიან მინდოდა, ეს ფილმი მათ ენახათ, მაგრამ ვერ მოვახერხე. ვფიქრობ, მათ მოეწონებოდათ“, – თქვა კეისიმ.
როგორც ირკვევა ივნისში ძმების დედა, კრის ენ აფლეკი გარდაიცვალა. ის პანკრეასის კიბოს ებრძოდა. ორ თვეში კი გარდაიცვალა ბენისა და კეისის მამაც.
ცნობისთვის, კეისი აფლეკმა კინოფესტივალზე საკუთარი ფილმი, Company წარადგენდა, რომლის სცენარის თანაავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც თავად არის. მის მხარდასაჭერად ვენეციაში ჩავიდა ბენ აფლეკიც.

