LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩვენთვის საოცრად ძვირფასი ქალბატონის, „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფის, ქალბატონი ეკა ჭკუასელის დაბადების დღეა!“ – ანსამბლის განცხადება

149
ეკა ჭკუასელი

ანსამბლი „ერისიონი“ დაბადების დღეს ულოცავს მთავარ ქორეოგრაფს, ეკა ჭკუასელს:

„დღეს ჩვენთვის საოცრად ძვირფასი ქალბატონის, „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფის, ქალბატონი ეკა ჭკუასელის დაბადების დღეა!

ქალბატონი ეკა 40 წელია, „ერისიონში“ მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ანსამბლის ყველა მნიშვნელოვან პროექტში — თავდაპირველად, როგორც მსახიობ-მოცეკვავეს, შემდგომ — რეპეტიტორს, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კი „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფის რანგში.

მისი პროფესიონალიზმი, ერთგულება, სიყვარული და უდიდესი წვლილი „ერისიონის“ შემოქმედებით ცხოვრებაში ფასდაუდებელია.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ქალბატონ ეკას დაბადების დღეს!

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პირად და შემოქმედებით წარმატებებს, ენერგიასა და კიდევ მრავალ ლამაზ და მნიშვნელოვან შემოქმედებით წელს „ერისიონთან“ ერთად!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები