ფსიქოლოგი და თერაპევტი მიხეილ შანი TikTok-ზე საკუთარი ინტერვიუდან ვიდეონაწყვეტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე საუბრობს.
მისი მოსაზრებით, მამაკაცების უმეტესობა ქალის მოთხოვნებს არასწორად და ზედაპირულად აღიქვამს:
„ადამიანები დღევანდელ რეალობაში ქალის მოთხოვნებს ზედაპირულად უყურებენ, იმიტომ რომ რაღაც არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ ქალი არის მატერიალური არსება, ითხოვს კარგ ცხოვრებას, ბევრ ფულს, არა… ეს ძალიან პრიმიტიული მხარეა.
რეალურად რას ითხოვენ ქალები? ქალები ითხოვენ დანახვას, დაფასებას, აღიარებას, იმ შინაგან სილამაზეს, რასაც ატარებენ, იმ განცდებს, იმ ემოციებს, ამის გამოტანა სურთ გარეთ. მაგრამ ჩვენ, უმეტეს მამაკაცებს, არ გვაქვს მზაობა, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენც არ გვასწავლეს ბავშვობაში – არ გვასწავლეს საკუთარ თავთან ურთიერთობა, საკუთარ ემოციებთან ურთიერთობა, საკუთარ სურვილებთან, დროსთან, ენერგიასთან და სამყაროსთან ურთიერთობა. გვასწავლეს ისე, რისი საშუალებაც ჰქონდათ, ამიტომ ძალიან ბევრ მამაკაცს საკუთარ ემოციებთან ურთიერთობაც კი არ ესმის, იმიტომ რომ რა ჩარჩოშიც და შაბლონებში გავიზარდეთ, ზუსტად იმ ინსტრუქციულ დონეს მივყვებით“
@mikheilshani ქალს არ უნდა ძვირად ღირებული საჩუქარი. მას სჭირდება, რომ მისი შინაგანი სამყარო დაინახო #creatorsearchinsights #education #ფსიქოლოგია #ფორიუ #ემიგრანტი🇬🇪🇮🇹italia ♬ original sound – Shani
