LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3047
მიხეილ ცაგარელი

დღეს ახალმთვარეობაა. მზისა და მთვარის ენერგიები ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ერთიანდება, რაც ამავდროულად გეომაგნიტურ ფონსაც ქმნის. იმატებს აგრესიულობა, დეპრესიულობა, კონფლიქტები, შეცდომების დაშვების ალბათობა და ტრავმულობა. ადამიანთა ხასიათში იჩენს თავს ზედმეტი პირდაპირობა და კრიტიკულობა. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, განსაკუთრებით გაუფრთხილდით კუჭის არეს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიფხიზლე.

ყურადღება მიაქციეთ უკურსო მთვარის პერიოდს: დაიწყება დილის 09:53 საათზე და გასტანს 24:00 საათამდე. მთელი დღის განმავლობაში ყურადღება მკვეთრად ქვეითდება, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

დღეს იმატებს ტყუილის, ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა. კარგი დღეა ლოცვისთვის – ილოცეთ და დალოცეთ ყველა.

დღის განმავლობაში აკონტროლეთ საკვებისა და სასმლის ხარისხი, მაღალია მოწამვლის რისკი. დღე პოზიტიურია დასუფთავებისთვის, სწავლისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის, გასაუბრებებისა და დიეტის დაწყებისთვის.

მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება/გასესხებას, გამოცდების ჩაბარებას, მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ქორწინებას. არ არის რეკომენდებული ახალი ნაცნობობა, წყლის ტრანსპორტით მგზავრობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ნაჩქარევი, სარისკო ქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას – ისინი არ ახდება.

ჯანმრთელობა:

სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

დადებითი ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აგატი, ქრიზოპრაზი და გიშერი. ტანსაცმელში თეთრი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია თხის რქის, კუროსა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის გეგმების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები