მზე ქალწულის ნიშანშია (რაც მოითხოვს ორგანიზებულობას, დისციპლინას, შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და მოთმინებას), ხოლო მთვარე გადადის სასწორის ნიშანში, რაც ამაღლებს ემოციურობას, ფანტაზიას, მშვიდობიანობას, დიპლომატიურობასა და სამართლიანობის შეგრძნებას. ამ ორი განსხვავებული ენერგიის შერწყმის გამო შესაძლოა გამოვლინდეს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები, რაც გარკვეულ დაძაბულობას შეიტანს პარტნიორულ ურთიერთობებში.
დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:
შეინახეთ თქვენი გეგმები საიდუმლოდ. მაღალია ტყუილისა და თაღლითობის ალბათობა. მოერიდეთ სხვების გავლენის ქვეშ მოქცევას, რისი რისკიც დღეს საკმაოდ მაღალია. დღე ძალიან კარგია ქორწინებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მეგობრული ურთიერთობებისა და სასკოლო/საგანმანათლებლო კონტაქტებისთვის.
ეფექტურია დიზაინისა და არქიტექტურის სფეროებისთვის, იუბილეებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ჩატარებისთვის, ექიმთან კონსულტაციისა და მკურნალობის დაწყებისთვის. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას. კარგი დროა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ხელოვნების ნიმუშების, კოსმეტიკის, ავეჯის, კომპიუტერებისა და მუსიკალური ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია კბილების, შარდ-სასქესო სისტემისა და სისხლძარღვების მკურნალობა.
სუსტდება თირკმელები, ენდოკრინული სისტემა, ყელი და კანის არე. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
წარმატების შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ქარვა. ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ვერცხლისფერი და მწვანე ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე ძალიან კარგია ვერძისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით რთულია კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.