LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2538
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება საღამოს 18:28 საათზე და გასტანს ღამის პირველ საათამდე. ამ დროს მთვარის ნეგატიური ენერგია მკვეთრად ადუნებს ყურადღებას, რაც ზრდის არასასურველი ტრავმებისა და ავარიების რისკს. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

თან დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები მთელი დღის განმავლობაში პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევის ცვალებადობა. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

მოიმატებს აზრების სუბიექტურობა, ტყუილის ტენდენციები და ილუზიების ალბათობა. მოერიდეთ სხვების გავლენის ქვეშ მოქცევას. იწყება პერიოდი, სადაც იზრდება ფინანსური და სიყვარულთან დაკავშირებული კონფლიქტების რისკი, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულთან და ძვირფას ნივთებთან მიმართებით. გამოიძინეთ კარგად.

დღე ძალიან კარგია რომანტიკული პაემნებისთვის, ოჯახური ღონისძიებებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისა და საიუბილეო საღამოებისთვის.

დღე ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობას, დიზაინსა და არქიტექტურას, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, კოსმეტიკურ პროცედურებსა და მკურნალობის დაწყებას. კარგი დროა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აქსესუარების შესაძენად.

არ არის რეკომენდებული დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ახალი საქმის დაწყება, მოძრავი ქონებით ვაჭრობა.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია კბილების, ვენების, თვალებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა.

სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანის არე. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ნუ დატვირთავთ წელს/წელის არეს. კვებაში მოერიდეთ სითხის გადაჭარბებულ მიღებას, მარილიან საკვებს, თხილეულს და სხვა ალერგიულ პროდუქტებს.

დღის მინერალები და ფერები:

სასარგებლო კოსმიური ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი. ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ვერცხლისფერი და ყვითელი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნაკლებად სასიკეთო გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები