LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2053
მიხეილ ცაგარელი

მიაქციეთ ყურადღება ე.წ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება ღამის 01:00 საათზე და გასტანს დილის 10:46 საათამდე. ამ დროს მთვარის ნეგატიური ენერგია ადუნებს ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ამ პერიოდში.

ამასთან, დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვალებადობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 9 თვის განმავლობაში შავი მთვარე – მაცდუნებელი ენერგიების მატარებელი ლილიტი გადადის თავისი ეგზალტაციის – თხის რქის ნიშანში. ეს მოვლენა საკმაოდ ძლიერია და მომდევნო 9 თვის განმავლობაში საზოგადოებაში გამოიწვევს ტირანიისა და დესპოტიზმის გაძლიერებას, ასევე ეკოლოგიურ კატასტროფებს (გვალვები, მიწისძვრები) და ტრავმულ ტენდენციებს მიწისქვეშა კომუნიკაციებში (გვირაბები, მეტრო). გამოიჩინეთ სიფრთხილე მიწისქვეშა კომუნიკაციებთან.

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ თხის რქის ნიშნით დაბადებულებს, მათთვის იწყება 9-თვიანი გამოსაცდელი პერიოდი – სხვადასხვა ცდუნებების, შეცდომების, პრობლემების წარმოქმნის, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია მაღალია.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომანდაციები:

ნუ უგულებელყოფთ პარტნიორების აზრს, განსაკუთრებით რომანტიკული და ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ურთიერთობებში დაგჭირდებათ მეტი დიპლომატია. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი. დღე წარმატებულია ვაჭრობისთვის, ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისა და თვითშემეცნებისთვის.

მოერიდეთ გინეკოლოგთან ვიზიტს, სხივურ თერაპიას, მოგზაურობას, ადვილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლას, სოციალური უზრუნველყოფისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია კბილების, ყელის, ცხვირისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა.

სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, მარჯანი და იასპი. ხოლო ტანსაცმელში წითელი, შავი, ცისფერი, ლურჯი და მწვანე ტონების გამოყენება საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია კირჩხიბისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ვერძისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები