LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3415
მიხეილ ცაგარელი

მზე დისციპლინირებულ, ორგანიზებულ, შეუპოვარ და პრაგმატულ ქალწულის ნიშანშია, ხოლო მთვარე – ინტუიციურ, მებრძოლ და უშიშარ მორიელში. ამ ორი ნიშნის გავლენით აღნიშნული თვისებები დღეს თითოეული ჩვენგანის ხასიათში განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდება.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

დღის განმავლობაში მაღალია სასიყვარულო და ფინანსური კრიზისების წარმოქმნის ალბათობა. მოიმატებს საკუთარ თავში ეჭვის შეტანისა და იძულებით კომუნიკაციებში სირთულეების შექმნის ტენდენცია. ამ დროს ძალიან ეფექტური და სასარგებლოა მეგობრების დახმარება, მათ შორის სასიყვარულო საკითხებშიც.

დღე პოზიტიურია რეცხვისთვის, რემონტისთვის, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, გამოძიებისთვის, ლექციების წასაკითხად, კოსმეტიკური პროცედურებისა და თმის შეჭრისთვის (ამ დროს შეჭრილი თმა სწრაფად გაიზრდება). ხელს უწყობს თვითშემეცნებასა და საკუთარი კომპეტენციის გამოვლენას.

მოერიდეთ ახალი ბიზნესის წამოწყებას, თანამშრომლობას, ახალი თანამშრომლების აყვანას, ოფისში ცვლილებებს, დოკუმენტების სანოტარო დამოწმებას, მოგზაურობას, საცხოვრებლის შეცვლას, სოციალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რენტგენსა და სხივურ თერაპიას. დღევანდელი სიზმრები ახდებიან მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია კბილების, ყელ-ყურ-ცხვირის და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი. მოერიდეთ გინეკოლოგთან ვიზიტს.

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ჩართეთ რაციონში ხილი, ბოსტნეული, მწვანილი და უცხიმო ხორცი, რაც ამაღლებს იმუნიტეტს. მოერიდეთ ცხარე საკვების მიღებას.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ონიქსი. ტანსაცმელში წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია კუროსა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ტყუპების, ლომისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები