მიაქციეთ ყურადღება ე.წ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დილით 07:31 საათზე და გასტანს საღამოს 20:43 საათამდე. ამ დროს მთვარის ნეგატიური ენერგია ადუნებს ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ამ პერიოდში.
დღის ზოგადი ტენდენციები:
სამყარო თქვენს საქმიან და პირად, პარტნიორულ ურთიერთობებს დღეს გამოცდას მოუწყობს. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საბუთების გაფორმებას, საქმიან პარტნიორულ თანამშრომლობას და ახალი თანამშრომლების მიღებას სამსახურში.
არ არის სასურველი ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლა და სესხის აღება, სამაგიეროდ, დღე კარგია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობა-თევზაობისთვის, ალპინიზმისთვის, რეცხვისა და სარემონტო სამუშაოებისთვის, ლექციების წასაკითხად, მასაჟის, კოსმეტიკური პროცედურებისა და სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობისთვის. ასევე, კარგია საიუბილეო საღამოებისათვის, საკუთარი კომპეტენციის გამოვლენისა და თვითშემეცნებისთვის. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრების ახდება ფრიად საეჭვოა.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. სამაგიეროდ, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და შარდ-სასქესო სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. მეტი იმოძრავეთ. საკვებ რაციონში ჩართეთ მეტად მაწონი და კარტოფილი. მოერიდეთ რენტგენს, სხივურ თერაპიასა და გინეკოლოგთან ვიზიტს.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ოპალი, ტოფაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ფირუზი. ტანსაცმელსა და დიზაინში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, შავ, მწვანე, ლურჯ, ცისფერ, იისფერსა და ყვითელ ტონებს. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე განსაკუთრებით პოზიტიურია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია სასწორის ნიშნისთვის, რომელსაც მეტი ყურადღება მართებს საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.