LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2850
მიხეილ ცაგარელი

მზე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება – ნიშანში, რომელიც გამოირჩევა ორგანიზებულობით, დისციპლინით, შრომისმოყვარეობითა და მაღალი შრომისუნარიანობით. მთვარე კი უფრო თავისუფლებისმოყვარე და მეგობრულ მერწყულში გადადის. ეს ტენდენციები, ამ ზეგავლენის შედეგად, უფრო მეტად იჩენენ თავს დღის განმავლობაში, თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაციები და ზოგადი ტენდენციები:

დღეს და ხვალ განსაკუთრებით დაძაბული დღეებია მერწყულის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის. შესაძლოა ძილის დარღვევებიც კი გამოვლინდეს, ამიტომ დროდადრო განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნერვულ სისტემას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს, მეტი დაისვენეთ და ეცადეთ, საკმარისად გამოიძინოთ.

ზოგადად, დღეს უფრო ხელსაყრელი იქნება მშვიდი მოლაპარაკებების წარმოება. ამასთან, სამყარო თითოეული ადამიანის გეგმებს გამოცდის – რამდენად სწორად და მყარად არის ეს გეგმები ჩამოყალიბებული.

აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ფანტაზიები, დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. მოუსმინეთ უფროსი თაობის ქალების, მათ შორის დედების რჩევებს. არ გამოამჟღავნოთ მავნე ჩვევები, ზედმეტად ნუ ისაუბრებთ და მოერიდეთ ზედმეტს ნერვიულობას. დღეს ასევე არ არის სასურველი მცენარეების დარგვა და გადარგვა. დიდხანს ფეხზე დგომას სჯობს სიარული. დღეს ყველა ადამიანი ვერ გაიგებს იუმორს, ამიტომ ხუმრობის დროსაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა მან ვინმეს გაღიზიანება არ გამოიწვიოს. მეგობრულ წრეში ნათქვამი საიდუმლო შესაძლოა არ შეინახონ და მოგვიანებით თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

სამაგიეროდ, დღე ზოგადად კარგია კომპიუტერის, ელექტრო და გაზის მოწყობილობების შეძენისთვის, სარემონტო და სამღებრო სამუშაოებისთვის. ასევე ხელსაყრელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და ბინის გამოცვლისთვის, რეფორმატორული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

დღეს ნანახი სიზმრები შესაძლოა მოგვიანებით ახდეს.

დღის ფერები და მინერალები:

დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მინერალები: საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი. ამ ქვების გამოყენება ხელს შეუწყობს კოსმოსური ენერგიების მოზიდვას.

რაც შეეხება ფერებს, დღეს ტანსაცმელში ნეონისფერები, ასევე ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ცისფერი ფერები – როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში, თქვენს მიმზიდველობასა და მომხიბვლელობას გააძლიერებს.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება მხედველობის, ნერვული სისტემის, ვენებისა და ფეხის კუნთების სფერო. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითია ვერძის, ტყუპებისა და ლომის ნიშნებისთვის. მათ დღის განმავლობაში შეუძლიათ აქტიური ცვლილებების განხორციელება და საკუთარი ინტერესების გამოვლენა.

შედარებით რთული დღეა კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებისთვის. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები