LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2796
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს. შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან წნევის ცვალებადობა. აუცილებლად გაზომეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს მოგვიანებით ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება, ამიტომ თითოეული ნაბიჯი კარგად გააზრეთ. ენერგოტონუსი შედარებით დაბალია. კარგი დღეა ლოცვისა და მედიტაციისთვის. არ არის რეკომენდებული დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ხელშეკრულებების დადება, ფინანსური ოპერაციები, ახალი საქმის დაწყება, საცხოვრებელი ადგილისა და ბინის შეცვლა, ნიშნობა, ქორწინება, ყურის გახვრეტა, მცენარეების დარგვა-გადარგვა.

სამაგიეროდ, დღე ხელსაყრელია ახალი თანამდებობის დაკავებისა და ახალი სამუშაოს დაწყებისთვის, იურიდიული საქმიანობისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, საჩუქრების გაცემისთვის, ბავშვთა დღესასწაულებისა და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. სასარგებლოა მშენებლობა, ასევე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამკაულების, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და ლატარიის ბილეთების შეძენა. დღევანდელი სიზმრები ახდება მოგვიანებით.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა. რაციონში დაამატეთ მოთუშული ბოსტნეული, რაც დადებითად იმოქმედებს იმუნიტეტზე.

სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. მოერიდეთ დღეს სიმძიმეების აწევასა და გადაღლას, საუნასა და სოლარიუმს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი და ქარვა.ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე საუკეთესოა ვერძის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის. შედარებით დაძაბულია კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები