მიხეილ ცაგარელი გვიხსნის, რას ნიშნავს შავი მთვარე თხის რქის ზოდიაქოში. როგორც ასტროლოგი გადაცემა, „შუადღის“ ეთერში ამბობს, მნიშვნელოვანი პერიოდი დგება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 სექტემბრიდან 2027 წლის 11 ივნისამდე, ეგრეთ წოდებული შავი მთვარე, მისივე თქმით, მაცდუნებელი ძალა, რომელსაც ჩვენ ლილიტის სახელით ვიცნობთ, გადის ყველა ნიშანს, ამ პერიოდში კი ის იქნება თხის რქის ზოდიაქოში. ცაგარელი შესაძლო კარიერულ გადაადგილებებსა და ჯანმრთელობის კუთხით მოსალოდნელ გართულებებზე საუბრობს:
„ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს ჩვენ, ცხრა თვიანი, ორშაბათს 14 სექტემბრიდან 2027 წლის 11 ივნისამდე – ეგრეთ წოდებული შავი მთვარე, ეს არის მაცდუნებელი ძალა, მეცხრე მოციქული სატანისა, რომელსაც ჩვენ ლილიტის სახელით ვიცნობთ, გადის ყველა ნიშანს და ახლა ის იქნება თხის რქის ზოდიაქოში. თხის რქებო, იყავით ყურადღებით, რისკ ჯგუფში მთავარი ნიშანი ეს არის. რას გვიქადის და რისი მაჩვენებელია თხის რქა? – ცდუნებების ალბათობა იზრდება. თხის რქა, ეს არის კარიერა. 14 სექტემბრიდან, 11 ივნისამდე თქვენ ნახავთ, კარიერულ გადაადგილებებს, ხელმძღვანელი პირების მოხსნა, ახლის დანიშვნა, ნახავთ კარიერული ბრძოლები როგორ განვითარდება და რა საშინელი ბრძოლები იქნება გამოყენებული – ჭორები, ინტრიგები, საიდუმლო დოკუმენტები და ასე შემდეგ. ჯანმრთელობის კუთხით რისკ ჯგუფში შედის ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები – ტრავმატოლოგებს ბევრი სამუშაო ექნებათ. მიაქციეთ ყურადღება სიმძიმეების აწევას, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, თორემ რადიკულიტი და რევმატიზმი იქნება თქვენი ყველაზე ხშირი სტუმარი, ეს ცხრა თვე იქნება გამძაფრებული. ყველას ეხება აბსოლუტურად, ფრთხილად იყავით. ჩვენი, ასტროლოგების პრინციპია -„ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია“ – ამბობს ასტროლოგი.
