ახმეტელის თეატრი სოციალურ ქსელში მსახიობ ნუგზარ ყურაშვილის დაბადების დღეს ემოციური პოსტით ეხმაურება.
„დღეს ახმეტელის თეატრისთვის განსაკუთრებული, თუმცა ამავდროულად ძალიან მძიმე და სევდიანი დღეა.
დღეს ნუგზარ ყურაშვილის დაბადების დღეა-პირველი დაბადების დღე, რომელსაც თეატრი მის გარეშე ხვდება…
ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან, ბატონი ნუგზარი იყო მისი სული და გული, უცვლელი წამყვანი არტისტი და სცენის ნამდვილი ბურჯი. მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ სცენას, მაყურებელს და თეატრალურ ხელოვნებას მიუძღვნა. მის მიერ შექმნილი თითოეული როლი, სცენაზე დატოვებული ენერგია და ის განუმეორებელი ოსტატობა მუდამ დარჩება ამ კედლებში და ჩვენს მეხსიერებაში.
ძნელია იმასთან შეგუება, რომ სცენის მიღმა თუ სცენაზე მის თბილ ღიმილსა და მძლავრ ხმას ვერაფერი შეცვლის.
დაბადების დღეს გილოცავთ ზეციურ თეატრში, ბატონო ნუგზარ…“,- წერს ახმეტელის თეატრი.
