LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა ბუთიაშვილი: „დაიმახსოვრეთ, მე პოპ ვარსკვლავი გამოვალ… ვოცნებობ, ჩემი თოჯინა გამოვუშვა“

3529
ევა ბუთიაშვილი

დები – ევა და ანამარია ბუთიაშვილები, რომლებიც ინტერნერტსივრცეში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებით გახდნენ პოპულარულები, გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდნენ.

ვიდეო: რა მისწერა თურქმა ვარსკვლავმა დემეთ ოზდემირმა პატარა ევას – რას ამბობს გოგონა ვიდეოზე, რომელსაც 75 მილიონი ნახვა აქვს

გადაცემაში ევამ იმ ვიდეოს შესახებ ისაუბრა, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და რომელიც თურქმა მსახიობმა და მოცეკვავემ, დემეთ ოზდემირმა „ინსტაგრამის“ სთორიში გააზიარა.

ამავე გადაცემაში გოგონამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოპ ვარსკვლავი გახდება.

„ვოცნებობ, რომ მსახიობი გამოვიდე. დაიმახსოვრეთ, მე პოპ ვარსკვლავი უნდა გამოვიდე. ასევე, ვოცნებობ, რომ ჩემი თოჯინა გამოვუშვა“, – აღნიშნა ევა ბუთიაშვილმა გადაცემაში სტუმრობის დროს.

ევა ანა-მარიას ვიდეოებმა 3 მილიონზე მეტი ლაიქი დაიმსახურა – პატარა გოგონას მიმართ ინტერესი საქართველოს ფარგლებს გასცდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები