კორეული IT-გიგანტები - კომპანიები SK Telecom და Samsung Electronics ინტერნეტ-ქალაქს ქმნიან. ტეგუ სითი- სწორედ ასე ერქმევა მას, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა ეს სრულად ქალაქი.
YouTube-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა ახალი ფუნქცია SnoopaVision - შექმნა. სიახლე საშუალებას იძლევა, სასურველ ვიდეოს 360 გრადუსიანი პანორამით რეპერ სნუპ დოგთან ერთად უყუროთ.
ამერიკულმა სტარტაპმა - Sense a Life შექმნა მოწყობილობა, რომელიც მანქანაში უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვს „გადაარჩენს“. თანხების მოძიება Kickstarter-ზე უკვე დაიწყო.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, Samsung Electronics-ის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღძრა. ლეგენდარული სპორტსმენი კომპანიისგან 30 მილიონ დოლარს ითხოვს და ამტკიცებს, რომ ამ უკანასკნელმა უკანონოდ გამოიყენა მისი ორეულის ფოტო. ორეულს კი იმიტომ უწოდებს, რომ არსად მისი სახელი ნახსენები არ არის.
Sony ახალ კომპანიას აფუძნებს, რომ თამაშების სმარტფონებში გადანაცვლება რეალობად იქცეს. შვილობილი კომპანია აზიაში იმუშავებს და IOS და Android მოწყობილობებისთვის თამაშებს განავითარებს.
მინესოტას შტატში იარაღი - Ideal Conceal წარმოადგინეს, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონს წარმოადგენს. როგორც გამოცემა CNN Money წერს, აღნიშნული სიახლის იდეა კირკ ჩელბერგს ეკუთვნის. მეცნიერმა გადაწყვიტა ცეცხლსასროლი იარაღი შეექმნა, რომლის ტარებაც გარშემომყოფებისთვის უსაფრთხო იქნებოდა.
2017 წელს, კორპორაციამ Apple, შესაძლოა, მთლიანად განაახლოს iPhone-ების ხაზი. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომდევნო სმარტფონები მინის კორპუსით და მოხრილი, 5,8 დიუიმიანი Amoled-დისპლეით იყოს.