მომღერალი სალომე ბაკურაძე მარიამ შენგელიას ქორწილში შესანიშნავად გამოიყურებოდა.
მან სოციალურ ქსელში წვეულებიდან საკმაოდ ბევრი კადრი გაგვიზიარა, მათ შორის თავისი ფოტოებიც, სადაც ულამაზესია.
აღსანიშნავია, რომ სალომემ თავის გარდაცვლილ მეუღლის, ლაშა ბასლანძის ფოტოც დადო, წარწერით: „ცაო“.
„ულამაზესი ხარ, როგორ გვიხარია, რომ მომღიმარს გხედავთ“.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა მარიამ შენგელიამ და მისმა რჩეულმა გიორგი მჭედლიშვილმა დღეს იქორწინეს.





