LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაკაურიძე ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: „ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება, სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით იქნება შესაძლებელი ცვლილებების მიღება, რაც მოგვცემს საშუალებას წელს გადასახდელ თანხებზე ამოქმედდეს“

122
გიორგი კაკაურიძე

„ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიციირებს აღნიშნულ საკითხს. ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა და ალბათ მომავალში მაგ ნაწილზე ეტაპობრივად გადავალთ“, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ შეკითხვას, როგორ მოხდება ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, კომპანიების ნაწილში, ჯერჯერობით, შენარჩუნებული იქნება იგივე, თუმცა ფიზიკური პირების საბოლოო რედაქციაზე უკვე მომდევნო კვირის ბოლომდე იქნებიან შეთანხმებული პარლამენტთან.

„ზუსტად ამ დეტალებზე მიდის მუშაობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან. წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს. მნიშვნელოვანია ის, რომ ზღვრები შეიცვლება. ამ ეტაპზე იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება ცვლილებები კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა და ალბათ მომავალში მაგ ნაწილზე ეტაპობრივად გადავალთ, ვინაიდან კომერციულ შემთხვევაში გაცილებით რთული განსახორციელებელია აღნიშნული რეფორმა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, რამდენით შეიცვლება 40 000-ლარიანი ზღვარი, ამაზე მუშაობა კომიტეტთან მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილება მზად იქნება.

„დღეის მდგომარეობით რაც არის 40 000-ლარიანი ზღვარი, ეს არის შეღავათი დადგენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ეს 40 000-ლარიანი ზღვარი გვაქვს შეღავათად დაწესებული. ეს შეღავათის ოდენობა რამდენით შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ დღეის მდგომარეობით კომიტეტთან და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება.

კომპანიების ნაწილში, ჯერჯერობით, იქნება შენარჩუნებული იგივე, თუმცა ფიზიკური პირების საბოლოო რედაქციაზე უკვე მომდევნო კვირის ბოლომდე ვიქნებით ჩვენ შეთანხმებული პარლამენტთან“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კითხვაზე – ბიუჯეტიდან როგორ დაბალანსდება დანაკლისი, კაკურიძემ განაცხადა:

„როცა საბოლოო სახე გვექნება, მაგის შემდეგ, როგორ დაბალანსდება ბიუჯეტიდან, მაგას გადავწყვეტთ უკვე ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად.

რთული სათქმელია [რა დანაკლისი იქნება ბიუჯეტიდან], სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება. ალბათ მომდევნო კვირის ბოლოს გვექნება ჩვენ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ზუსტი დათვლა შეგვეძლება, რა დანაკლისი ექნება ბიუჯეტს…

სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით იქნება შესაძლებელი აღნიშნული კანონპროექტი იქნეს მიღებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ეს ამოქმედდეს წელს გადასახდელ თანხებზე. ამაზე ვსაუბრობთ პარლამენტთან ამ ეტაპზე“, – განაცხადა კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები