LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოსე კარერასი ბრიუსელში ქართველ სოპრანოსთან ერთად გამოვა

176

Ardaidardo.Ge

ცნობილი საოპერო შემსრულებელი, ხოსე კარერასი ზაფხულში „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ქუთაისს სტუმრობდა, სადაც მაყურებლისთვის კონცერტი გამართა. სწორედ ამ საღამოზე, დირიჟორისა და კომპოზიტორის, ვატო კახიძის რეკომენდაციით, მან ქართველ სოპრანო, სალომე ჯიქიასთან ითანამშრომლა. როგორც ჩანს, მისი ვოკალური შესაძლებლობებით მოიხიბლა და იმ ტურნეში მიიწვია, რომელიც ახლა იმართება.


ხოსე კარერასის გერმანულ ტურნეს ბელგიაში, ბრიუსელში კონცერტი დაემატა, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მას აკომპანიმენტს გაუწევს პიანისტი ლორენცო ბავაჯი, ხოლო დუეტში იმღერებს სოპრანო სალომე ჯიქიასთან ერთად.

ხოსე კარერასის ამ პროგრამის სახელწოდება გახლავთ „სიცოცხლე მუსიკაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები