LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამას არასდროს უთქვამს, რადგან გათხოვდი, იქ იყავი და მოითმინეო…“ – ცისანა სეფიაშვილი მამის, ჯემალ სეფიაშვილის თანამედროვე მიდგომებზე

317
ჯემალი და ცისანა

ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მამასთან, ცნობილ კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილთან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მამის აზიატური შეხედულებების მიუხედავად, მისთვის ყოველთვის მთავარი იყო ქალიშვილის ბედნიერება:

„კი, მამას აზიატური შეხედულებების ჰქონდა, მაგრამ სულ ჩემს ბედნიერებაზე ზრუნავდა. არასდროს უთქვამს, რადგან გათხოვდი, იქ იყავი და მოითმინეო. სულ იმას აღნიშნავდა, ჩემი შვილი ბედნიერი უნდა იყოს და სადაც ცუდად გრძნობს თავს, იქ არ უნდა დარჩესო. მამაჩემისთვის ყოველთვის იყო და არის ერთი მთავარი მიზანი – მე ბედნიერი უნდა ვიყო. ამბობდა, არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი, იმისთვის გავაჩინე შვილი, პრინცესასავით იმისთვის ვზრდიდი, რომ ძალიან ბედნიერი იყოსო. ამ მხრივ მამას თანამედროვე მიდგომა ჰქონდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები