LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„45 წლის შემდეგ დაიწყო ჩემი სულ სხვა ცხოვრება. ჩემი თავი ძალიან მომწონს. როგორიც ვარ, ჩემს მეუღლეს ისეთი მოვწონვარ და ისეთი ვუყვარვარ…“ – ცისანა სეფიაშვილი მეუღლის შესახებ

822
ცისანა სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ პირადი გამოცდილების შესახებ საუბრობს და მეორე ნახევრის მზრუნველობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ძალიან გააბედნიერა და გაალამაზა. ამდენი წლის შემდეგ ეს ადამიანი დღემდე ფიქრობს, თუ რა მესიამოვნება, რა გამიხარდება, როგორ იგრძნობს თავს ცისანა თავს კარგად. მის გვერდით ძალიან დაცული და მშვიდი ვარ. ზოგადად, ასეა, რასაც გასცემ, ის გიბრუნდება. როდესაც ადამიანი ერთხელაც არ შემცდარა შენთან დამოკიდებულებაში, შენთან ურთიერთობაში, გიჩნდება სურვილი, ერთი ასად დაუბრუნო დაუბრუნო ის მზრუნველობა, სითბო და სიყვარული, რასაც შენდამი იჩენს.

ვგიჟდები, ისე მომწონს ჩემი ასაკი. 45 წლის შემდეგ დაიწყო ჩემი სულ სხვა ცხოვრება. ჩემი თავი ძალიან მომწონს. როგორიც ვარ, ჩემს მეუღლეს ისეთი მოვწონვარ და ისეთი ვუყვარვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები