LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფალმა მომცა ძალა… საოცრება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში…“ – თამუნა ამონაშვილი „იმედის“ ეთერში შვილის ყოლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პირად გამოცდილებაზე საუბრობს

184
თამუნა ამონაშვილი

მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუში“ სტუმრობისას შვილის ყოლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და იმ რთულ გზაზე ისაუბრა, რომელიც დედობისკენ მიმავალ გზაზე გაიარა.

თამუნა ამონაშვილმა გულახდილად გაიხსენა პირადი ემოციები, შიშები და ახლობლების მხარდაჭერით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამაც, მისი თქმით, მის ცხოვრებაში უდიდესი ცვლილება შეიტანა.

„მახსოვს, ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ ოჯახზე… გავიდა დრო და შევეჯახე ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებს, უბრალოდ არ ჩნდებოდა ბავშვი, მქონდა პერიოდი აყვანითაც ავიყავნდი იმდენად მინდოდა… როდესაც გადავწყვიტე რომ გამეყინა ჩემი კვერცხუჯრედები მაშინაც კი ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, მარტო ვერაფერი გადავწყვიტე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობრების, მეუღლის, საახლობლოს ძალიან დიდი დაჟინებით, რადგან შიში მქონდა რა იქნება, როგორ, რატომ უნდა გავაკეთო…

მაგრამ უფალმა ძალა მომცა, უფლის თანადგომას ვგრძნობ ყველა საქმეში… მადლობას ვწირავ და ყოველთვის დიდ მადლობას გადავუხდი უფალს დიდებულს, იმისათვის რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ საოცრება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. თურმე, შვილები ყოფილა პირველადი დიდი ბედნიერება მიწიერ ცხოვრებაში…“

ვიდეო: „ძალიან ბევრი კითხვა ისმის – ადრე რატომ არა? იონა და მელანია მაშინ მოევლინნენ, როდესაც საჭირო იყო, მთავარია, ხომ მოვიდნენ?“ – თამუნა ამონაშვილი ოჯახთან ერთად „ფორტუნას“ ობიექტივში

„ხშირად ვიხსენებთ, რომ შარშან ამ დროს არ ვიცოდით რა გვეკეთებინა, როგორ ვცხოვრობდით…რეზიკო ხმით ტიროდა სიხარულისგან… 22 წლის მანძილზე ბევრ რამეზე ვთქვით უარი“ – თამუნა ამონაშვილი შვილებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები