LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ღმერთს და ღვთისმშობელს მის ბრწყინვალე დღესასწაულზე შენი ჩუქებისთვის“ – როგორ ულოცავს თეა დარჩია შვილს იუბილეს

180
მარიამ მათიაშვილი

28 აგვისტოს „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი იუბილარია. მარიამი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი თეა დარჩია იყო.

„დღეს ჩემი ყველაფერში საუკეთესოს , მარიამის დაბადების დღეა. ეს ადამიანი სრულყოფილებაა: მეგობრობაში, შვილობაში, დედობაში, მეუღლეობაში, ერთგულებაში, პროფესიონალიზმში და საერთოდ ყველაფერში… ვამაყობ შენით, დედა. შენ ჩემი საყრდენი, იმედი და ბედნიერება ხარ. მადლობა ღმერთს და ღვთისმშობელს, მის ბრწყინვალე დღესასწაულზე შენი ჩუქებისთვის. იბედნიერე შენს სასწაულ ოჯახთან და ზღვა მეგობრებთან ერთად“, – წერს თეა დარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები