LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა

141
ილია მეორე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ მცხეთაში, ე.წ. სამხედროს ქუჩას სახელი შეეცვალა – 2026 წლის 31 აგვისტოდან აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელობისაა.

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკრებულომ სხდომაზე იმსჯელა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, მოსახლეობის მომართვის საფუძველზე ქალაქ მცხეთაში მდებარე ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისათვის („სამხედროს ქუჩა“) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო, სახელის გადარქმევისა და აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტისათვის საზოგადო და სასულიერო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის „ილია მეორე“-ს სახელის მინიჭების თაობაზე.

„ასევე, სოფელ ზაქაროში მდებარე, მე-2 ქუჩას-საზოგადო მოღვაწის ვაჟა წიკლაურის, სოფელ საგურამოში მდებარე -25-ე ქუჩას „თაბორის ქუჩის“, სოფელ მუხათწყაროში მდებარე -მე15 ქუჩას -საზოგადო მოღვაწის იოსები ახვლედიანის, სოფელ ნატახტარში მდებარე – 21-ე ქუჩას -„მონასტრის ქუჩის “ სახელი მიენიჭათ, ხოლო, სოხუმის ქუჩის სახელი ეწოდა სოფელ კოტორაანტკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები