LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარდაჭერა მეუღლეს – ბიონსე დახვეწილი ლუქით ჯეი-ზის დოკუმენტური სერიალის პრემიერაზე გამოჩნდა

205
download (39)

ბიონსე მეუღლის, ჯეი-ზის მხარდასაჭერად, HBO-ს დოკუმენტური სერიალის – Jay-Z in 8 გრანდიოზულ პრემიერაზე გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავურმა წყვილმა ტრადიციულ წითელ ხალიჩაზე გავლას კულისებში ყოფნა ამჯობინა, ბიონსეს შთამბეჭდავმა ვიზუალმა სოციალური ქსელები მალევე დაიპყრო.

ღონისძიებაზე არტისტმა დახვეწილი სტილითა და მოდური არჩევანით საზოგადოება კიდევ ერთხელ მოხიბლა. მომღერალმა საღამოზე Elie Saab-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის მაღალი მოდის შავი გამჭვირვალე კორსეტ-კაბა მოირგო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს დახვეწილი ლუქი შემსრულებელმა თავისივე თმის მოვლისა და სილამაზის ბრენდის, Cécred-ის ახალი პროდუქტის სარეკლამო კამპანიისთვისაც გამოიყენა.

დოკუმენტური სერიალი – Jay-Z in 8, რეპერისა და პროდიუსერის მუსიკალურ გზასა და კარიერულ მიღწევებს ეძღვნება. HBO-ს მაყურებლისთვის სერიალის პირველი ორი ეპიზოდი ხელმისაწვდომი 18 სექტემბერს გახდა, მომდევნო ნაწილები კი 9 ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები