56 წლის ასაკში გარდაცვლილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას მეუღლე, ნინი ნებიერიძე, სოციალურ ქსელში შვილის წარმატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ნინი ნებიერიძის მიერ „ინსტაგრამის“ სთორიში განთავსებული ფოტოდან ირკვევა, მათ შვილს, პატარა თეიმურაზ უგულავას სკოლაში სერტიფიკატი – Success Orientation Award გადასცეს სიკეთისა და ზრდილობისათვის. სერტიფიკატი 2026 წლის 30 სექტემბრით არის დათარიღებული.
ნინი ნებიერიძე აღნიშნულ ფოტოს თან ურთავს ტექსტს:
„The most important things in people are kindness and politeness. It makes me so happy to see that in you. I can only imagine how happy your dad would be“ – „ადამიანებში ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე და თავაზიანობაა. ძალიან მიხარია ამის დანახვა შენში. მხოლოდ ის წარმომიდგენია, თუ როგორი ბედნიერი იქნებოდა მამაშენი“.
„ჩვენ“ – ნინი ნებიერიძე თემურ უგულავას ემოციურ პოსტს უძღვნის
„მიყვარხარ მამიკო…“ – ბიზნესმენ თემურ უგულავას უმცროსი შვილის ემოციური წერილი მამას

