LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 19-26 სექტემბერს გაიმართება – ბილეთების გაყიდვა პირველ სექტემბერს დაიწყება

685
თელავი

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 19-დან 26 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პარტნიორი კი გახლავთ მაგთიკომი.

მსმენელის წინაშე წარდგებიან: ელისო ვირსალაძევერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), დავით ხრიკული (ფორტეპიანო), საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მთავარი ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და მოწვეული უცხოელი მუსიკოსები, დირიჟორი არიელ ცუკერმანი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

მუსიკალური საღამოების მიღმა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება „საუბრები მუსიკაზე“ – წელს მოწვეულია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დირექტორი მარინა ჩიხლაძე.

როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდება მასტერკლასები.

ასევე, ფესტივალს დაემატა ახალი კომპონენტი „მუსიკა+“, რომლის ფარგლებში გაიმართება მხატვარ ანა კალატოზიშვილის გამოფენა, შეხვედრა რეჟისორ ლევან გაბრიაძესთან და მისი ფილმის ჩვენება, ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილისა და ლანა ღოღობერიძის ფილმები და ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი.

ფესტივალის მხარდამჭერები: თელავის მუნიციპალიტეტის მერია; STEINWAY&SONS; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თელავის ისტორიული მუზეუმი; ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“; კაფე „გიშერი“.

მედიაპარტნიორები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; რადიო „ფორტუნა“; AT.ge

ბილეთები გაიყიდება ონლაინ 1-ლი სექტემბრიდან ვებგვერდზე www.biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები