
ნინი ბადურაშვილის კონცერტი 15 სექტემბერს ბათუმშია დაგეგმილი. მას კლუბი Icon Batumi უმასპინძლებს. ნინი კონცერტზე თავისი ტრადიციული პროგრამით, საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერებით, ასევე მსოფლიო ჰიტებით წარდგება მსმენელის წინაშე.
ღონისძიების სპეციალური სტუმარია DJ Haipa. საღამოს მუსიკალურად ასევე ორი სხვა დიჯეიც გააფორმებს.