ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 თვე გავიდა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ნიკოლოზის დედა, თათია ჩირგაძე ეხმაურება და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ორი თვე გავიდა დე
ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ …
დღემდე თანადგომას გამოხატავს ბევრი უცნობი ადამიანი, დიდ მადლობას გიხდით ყველას,“ – წერს თათია ჩირგაძე.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.
