LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი წელი გავიდა ბიჭო! უშენობის 2 წელი..შენ უძრავსა და ქვაზე წარწერადარჩენილს ვერ აღგიქვამთ ვერცერთი, რა მაგარი იყო რომ იყავი და როგორი ამოუხსნელია შენი არყოფნა“ – ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

506
ზურა ბერიკაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარაცვალებიდან 2 წელი გავიდა.

თარიღს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი ემოციური სიტყვებით ეხმაურება.

„ორი წელი გავიდა ბიჭო!!! უშენობის 2 წელი + ის უბედური ცხრა თვე, როდესაც სასწაულს ველოდით, საკუთარ თავს ვატყუებდით და ერთმანეთს ვაიმედებდით.
არ არის დრო ყველაფრის მკურნალი. ამ ორი წლის მანძილზე შენს საძმოში უბანში, თეატრებში, ყველგან, სადაც კი მოვხვედრილვარ დღე არ გასულა არ გახსენონ. შენ არ გინდოდა ეტყობა გაჭაღარავება, ბოლომდე პატარა ბიჭივით იყავი, შენი წასვლით კი ყველა შენი მეგობარი გააჭაღარავე და დააბერე. დილიდან მოვალთ საფლავზე, კიდევ ერთხელ გინატრებთ ცოცხალსა და საღსალამათს, გულს მოვიოხებთ და რა მერე? არც არაფერი! იმ საფლავთან სიცოცხლე აღარ ჩქეფს და შენ უძრავსა და ქვაზე წარწერადარჩენილს ვერ აღგიქვამთ ვერცერთი. რა მაგარი იყო რომ იყავი და როგორი ამოუხსნელია შენი არყოფნა. ვაჰ! გასკდა გული…“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

ცნობისთვის, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 2024 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები