LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძის შვილი საპროცესო შეთანხმებებზე – რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი – მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

109
შუქრი ბურჭულაძე

რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი – მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე, – ასე ეხმაურება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, ამავე საქმეზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას.

პროკურატურა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს

„4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს“, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას. “სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში […]

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული“.

„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას!

პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.

ვფიქრობ, ეს „გადაწყვეტილება“ ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“,- წერს შუქრი ბურჭულაძე.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები