ზურა შევარდნაძე რაჭველ ქალბატონს, ნორა ჩლაიძეს გვაცნობს. „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და მფლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ ასეთი ქალების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა:
„ქართველი, რაჭველი ქალი, დედა, ბებია…. ძლიერი მუხასავით ძლიერი… ამისთანა ქალების მხრებზე დგას ოჯახი, სოფელი, ქალაქი, ქვეყანა… სულ მემახსოვრება მასთან შეხვედრა…“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქელში და რაჭაში მცხოვრებ ნორა ჩლაიძესთან ინტერვიუს გვთავაზობს.
„ჩემი მისწრაფება იყო, რომ ჩემი შვილებისთვის მესწავლებინა, რადგან მე ვერ ვისწავლე, დედამიწას „მოვპორჭყნი“ და ჩემ შვილებს მაინც ვასწავლითქო, ასე ვიტყოდი და ასეც ვქენი… ამ ოჯახში 16 წლის მოვედი, ვენახი გვქონდა ახლაც გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილის წასვლის შემდეგ… მეტი რომ არ შეიძლება ისეთი ნაშრომი ვარ, ქალის კი არა კაცის არ შეიძლება, ისეთი ნაშრომი ვარ შვილო…“ – ამბობს ვიდეოში ნორა ჩლაიძე.
