LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე წლის წინ ეს მხოლოდ ძალიან დიდი მიზანი იყო. დღეს კი იმ ეკრანზე ჩემი სახელი და ჩემი ვიდეო იყო“ – კონტენტ კრექტორის, გიგი ქათამაძის ვიდეო Walt Disney Studios-ის დიდ ეკრანზე გამოჩნდა

186
თაკო ჩარკვიანი

კონტენტ კრეატორი გიგი ქათამაძე სოციალურ ქსელში მისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ დაწყებული კონტენტკრეატორის კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დადგა – მისი ვიდეო Walt Disney Studios-ში, დიდი ეკრანის წინაშე, ღონისძიების მონაწილეებს აჩვენეს.

როგორც გიგი ქათამაძე წერს, ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300-ზე მეტი კრეატორი, ასევე YouTube-ისა და Disney-ის წარმომადგენლები და პროდაქშენის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კონტენტ კრეატორი აღნიშნავს, რომ სამი წლის წინ, როდესაც კონტენტის შექმნა დაიწყო, მსგავსი შესაძლებლობა მისთვის წარმოუდგენელი იყო. ის იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ექსპერიმენტსაც.

„სულ რაღაც 3 წლის წინ, როცა კონტენტის შექმნა დავიწყე, მსგავს მომენტს ვერც კი წარმოვიდგენდი. როცა საკუთარ თავს 8 დღით ცოცხლად ვმარხავდი, ბევრისთვის ეს უბრალოდ სიგიჟე იყო. მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რატომ ვაკეთებდი ამას – ვიცოდი, რა მიზანი მქონდა და სად მინდოდა ამ ყველაფერს მიეღწია“, – წერს გიგი ქათამაძე.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ Walt Disney Studios-ში საკუთარი სახელისა და ვიდეოს დიდ ეკრანზე ხილვა მხოლოდ მიზანი იყო, რომელიც ახლა რეალობად იქცა.

„რამდენიმე წლის წინ ეს მხოლოდ ძალიან დიდი მიზანი იყო. დღეს კი იმ ეკრანზე ჩემი სახელი და ჩემი ვიდეო იყო“, – აღნიშნავს კონტენტ კრეატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები