LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ოჯახი გადაწყვეტს, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტი გადაიყვანოს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში, დღემდე აღიქმება ღალატად… მსგავსი დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდი დარტყმაა ოჯახისთვის…“ – ექთანი, თამარ დაუსი

143
თამარ დაუსი

გადაცემას „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ექთანი, თამარ დაუსი სტუმრობდა. ექთანმა ყურადღება გაამახვილა ალცჰაიმერის მქონე პაციენტებზე. მისი თქმით, სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში, ოჯახის მიერ ალცჰაიმერის მქონე პაციენტის გადაყვანას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვება, რაც მისივე თქმით დიდი დარტყმაა პაციენტის ოჯახისთვის:

„სამწუხაროდ როდესაც ოჯახი გადაწყვეტს, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტი გადაიყვანოს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია რომ გაუმკლავდეს, იმიტომ კი არა, რომ არ უყვარს, ეს დღემდე აღიქმება ღალატად – ამბობენ „არ უყვარს“, „გადააგდო“ და ასე შემდეგ ძალიან ცუდი სიტყვებით შეიძლება შეამკონ. მსგავსი დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდი დარტყმაა ოჯახის წევრისთვის. გარდა იმისა, რომ ის ფაქტის წინაშე დადგა, რომ პირობითად მისი მეუღლე, ან მამა დაავადდა, შემდგომ აღიარა, რომ ვერ უვლის, შემდგომ აღიარა, რომ უნდა წაიყვანოს და კიდევ უნდა გაუძლოს ქარცეცხლს, რომელშიც გაატარებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი…“ – ამბობს ექთანი, თამარ დაუსი.