„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.
„დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
