საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს საინფორმაციო ვიდეოანიმაციას, რომელიც დამსაქმებლებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
ვიდეორგოლში განმარტებულია, რომ დამსაქმებლებმა 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაფარონ დასაქმებულთა გადაუხდელი საპენსიო შენატანები და მათზე დარიცხული საურავი, რათა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.
საპენსიო ფონდი მოუწოდებს დამსაქმებლებს, დროულად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები და დამატებითი ინფორმაციისთვის ფონდის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით ისარგებლონ.
