დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 03:28 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათი ცნობით, 3.4 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ მამიშლარიდან 4 კილომეტრში დაფიქსირდა.
