LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: „ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს… დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს“

119
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალა პაპუაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ასაკრძალ პარტიათა სიაში დამატების საკითხს ეხმაურება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის წევრები არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და არც კანონებს.

მისი სიტყვებით, „პარტიას დაამატებენ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს“.

„გახარიას პარტია არ არის დამოუკიდებელი პარტია. ეს იყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2024 წელს არჩევნებზე, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალათ საქართველოში ხელისუფლება. ეს იყო სრულად, გარედან, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოთი დაგეგმილი და განხორციელებული ჰიბრიდული ჩარევა საქართველოს არჩევნებში, როდესაც შეეცადნენ, რომ შეექმნათ ისეთი ფლანგი თითქოს იყო რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით და გახარიას უნდა შეესრულებინა როლი და ამას აკეთებდა კიდეც ის პარტიის დაფუძნების დღიდან, რომ შეხვედრებზე ჩუმად და ჩურჩულით ამბობდა, რომ „სინამდვილეში მე მართლა განდგომილი კი არ ვარ, სინამდვილეში მე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ვმოქმედებ“.

მიზანი რა იყო, რომ დაბნეულიყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მიეცა მისთვის ხმა. ეს ყველაფერი ჩავარდა იმ მხილებების შემდეგ, რა მოხდა გახარიასთან დაკავშირებით. ასევე, გამოაშკარავდა 2024 წლის არჩევნებზე, რომ ეს იყო შეთანხმებული პროექტი. არჩევნებამდე მიდიოდა კამპანია 4, 5, 9, 25 ანუ გვარამიას პარტია, სააკაშვილის პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია. რომ ეს ოთხი არის ერთი და იგივე. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა, გახსოვთ ხელიც მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე და ამბობდა, რომ ამ ოთხიდან მიეცით ხმა ნებისმიერს იმიტომ, რომ ამ ოთხიდან ვისაც არ უნდა მისცეთ ხმა ერთ მიზანს ემსახურება ყველა. მერე თავადვე დაადასტურეს, რომ იყვნენ გარიგებული ეს ოთხი პარტია საარჩევნო პერიოდში.

შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ერთი წელი მათ საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არ შემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს განაცხადეს კიდევაც მათ, რომ შედიან იმიტომ, რომ ჩაიშალა 4 ოქტომბერი. შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ მივცემთ შანსს, რომ აღიარონ კონსტიტუციური წყობა მაგრამ ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე, რომ ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს – კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც გიორგი გახარიას პარტია დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები