LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომ ახლებურად განიხილონ საქმე, აქედან გამომდინარე, რისთვის უნდა ვიჯდე და ვიშიმშილო?! მივაღწიეთ შედეგს, რაც ცოტა უფრო ადრე უნდა დამდგარიყო…“ – გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გენპროკურორთან შეხვედრის შემდეგ

121
გაიოზ ჩარკვიანი

„მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ვფიქრობ, უახლოეს ხანებში უნდა იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, – ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით ძალიან ბევრია ნამუშევარი ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, ასევე პროკურატურის მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში უნდა იქნეს გადაწყვეტილება. თუ კი ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულება არ დაემატა, გავლილი არის ეს თემა. ჩვენ პროფესიონალი იურისტები ვართ და კარგად ვიცით, უფრო მეტიც, ზედმიწევნით კარგად ვიცით, სად რა დევს. აქედან გამომდინარე, პროკურატურასაც შევუწყობთ ხელს.

საბჭოს წევრებს, ვინც იქ იქნებიან, მივაწვდით ინფორმაციას, რომ შესაბამისად, ახლებურად განიხილონ საქმე და მივაწვდით წერტილოვნად, სად რა არის განსახილველი, რათა 20 ტომის საქმის თავიდან წაკითხვა მართლა არ მოუწიოთ. ადამიანი ხისთავიანი უნდა იყოს, რომ შეწყვიტოს ეს საქმე და გააგრძელოს აქცია. შეიქმნა საბჭო, ადვოკატთა კოლეგიით. აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიჯდე და რაღაზე უნდა ვიშიმშილო?! იმ ბრალდებულებს ხომ შევუწყობ ხელს, მე თვითონ რომ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა?!

მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. უფრო ადრე უნდა მომხდარიყო შეხვედრა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები