LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიო მესამე: „ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა“

123
შიო მესამე

„ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, განსაკუთრებით გვჭირდება ლოცვა და ღვთის შეწევნა.

„ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლების პირობებში. ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდმო, ამიტომ, ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა. მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრების. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება“, – თქვა პატრიარქმა შიო მესამემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები