LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Škoda Kodiaq – სპეციალური ფასი 106,750 ₾-დან და 22,000 ლარამდე დანაზოგი Škoda Georgia-სგან

1361
შკოდა

Škoda Kodiaq – 22,000 ლარამდე დანაზოგი და შანსი, ფლობდე პრემიუმ SUV-ს განსაკუთრებული პირობებით

საქართველოს ავტობაზარზე კონკურენცია დღითიდღე იზრდება, თუმცა ევროპული ხარისხი, პრაქტიკულობა და მრავალწლიანი გამოცდილება ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მომხმარებლის არჩევანში.

სწორედ ამიტომ, Škoda Georgia მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს – ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საოჯახო SUV-ზე, Škoda Kodiaq-ზე, 22,000 ლარამდე დანაზოგი იმოქმედებს.

სპეციალური პირობები ვრცელდება Kodiaq-ის Selection და Sportline კომპლექტაციებზე:

Škoda Kodiaq Selection – სპეციალური ფასი – 106,750 ₾

დანაზოგი – 20,000 ₾-ზე მეტი

Škoda Kodiaq Sportline – სპეციალური ფასი – 111,300 ₾

დანაზოგი – თითქმის 22,000 ₾

აქციის მთავარი მიზანია, ევროპული სტანდარტის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი SUV კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მომხმარებლისთვის.

Škoda Kodiaq აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, კომფორტულ და ფართო ინტერიერს, პრაქტიკულობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

თუ აქამდე Kodiaq-ის შეძენას მისი საფასურის გამო აყოვნებდით, ახლა საუკეთესო დროა სასურველი ავტომობილის შესაძენად.

ორი განსხვავებული ხასიათი: Selection თუ Sportline?

სპეციალური შეთავაზება Kodiaq-ის ორ გამორჩეულ კომპლექტაციაზე ვრცელდება. ორივე ვერსია ინარჩუნებს SUV-ის მთავარ ღირებულებებს – ტევადობას, უმაღლეს კომფორტს და დახვეწილ დიზაინს, თუმცა მძღოლებს განსხვავებულ აქცენტებს სთავაზობს:

Škoda Kodiaq Selection – სპეციალური ფასი: 106,750 ₾ (დანაზოგი 20,000 ₾-ზე მეტი) – ეს არის ელეგანტური, ფუნქციური და ყოველდღიურ საჭიროებებზე იდეალურად მორგებული სტანდარტული კომპლექტაცია, რომელიც საუკეთესო არჩევანია ოჯახისთვის.

Škoda Kodiaq Sportline – სპეციალური ფასი: 111,300 ₾ (დანაზოგი თითქმის 22,000 ₾) – მათთვის, ვისაც ავტომობილში სპორტული ექსტერიერი და დინამიკური შეგრძნებები ხიბლავს.

ვიზუალურად, Selection და Sportline ერთმანეთის მსგავსია – ორივე ინარჩუნებს Kodiaq-ის დახვეწილ ფორმებს, გაბარიტებს და ფუნქციებს.

სხვაობა ხასიათსა და ინტერიერის დეტალებშია: Sportline კომპლექტაციას დამატებული აქვს განსხვავებული საჭე, საჭის შიფთერები და ინტერიერის სპეციალური მასალა, რაც სალონში სპორტულ შეგრძნებებს ქმნის.

Selection კომპლექტაცია კი უფრო სტანდარტულია. ორივე არის სრულფასოვანი საოჯახო SUV მოდელი, საკმაოდ დიდი და კომფორტული საბარგულით, რაც იდეალურია დიდი ოჯახის ყოველდღიური თუ შორ მანძილზე მოგზაურობისთვის.

Kodiaq-ის მთავარი უპირატესობები

Škoda Kodiaq არ არის უბრალოდ „ქალაქის ჯიპი“. მასში გაერთიანებულია 4×4 სისტემა, რაც ავტომობილს თანაბრად ეფექტურს ხდის როგორც ასფალტზე, ისე რთულ გზებზე მოგზაურობისას.

აქციის პირობები და ხელმისაწვდომობა – როდემდე მოქმედებს სპეციალური შეთავაზება

სპეციალური შეთავაზება ძალაშია 30 [არასამუშაო] დღის განმავლობაში.

ფასები დაანგარიშებულია 1 € = 2.97 ₾ კურსით. შეთავაზება მოქმედებს სპეციალური პირობებით.

აღნიშნულ ავტომობილებზე რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა, დაახლოებით, 10 დღეში, Škoda georgia ახალი Kodiaq-ების მოლოდინშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის გარეშე არავინ დარჩება.

ტესტ დრაივი ჩაწერის გარეშე – ეწვიეთ Škoda Georgia-ს ახალ შოურუმს აკაკი ბელიაშვილის N117-ში

Škoda Georgia-მ მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი სიახლე მოამზადა – ბელიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა ახალი, თანამედროვე შოურუმი, რომელიც სრულად ორიენტირებულია საცალო („რითეილ“) მომხმარებელზე. სივრცე განცალკევებულია კორპორატიული ზონისგან, რაც უზრუნველყოფს უფრო დიდ, კომფორტულ შოურუმს; მოწყობილ მოსასვენებელ სივრცეებს; გაფართოებულ და მოსახერხებელ პარკინგს.

როგორ გამოვცადოთ Kodiaq?

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, შეუძლია უბრალოდ ეწვიოს ბელიაშვილზე მდებარე შოურუმს და ადგილზევე გამოსცადოს ავტომობილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, საუკეთესო საშუალებაა Škoda Georgia-ს სოციალური ქსელი, რათა დაუკავშირედეთ გაყიდვების მენეჯერს – მრჩეველს, ან ქოლ-ცენტრს.

Škoda – ბრენდი, რომლის ისტორია ორბორბლიანი ტრანსპორტით – ველოსიპედით დაიწყო, უკვე მრავალი წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. Škoda Georgia მომხმარებელს ევროპულ ხარისხთან ერთად, მუდმივ ინოვაციებს სთავაზობს და ამასთან, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ველოსპორტის განვითარებას, რაც ბრენდის დნმ-ისა და ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

არ გაუშვათ შანს ხელიდან – ეწვიეთ Škoda Georgia-ს ახალ შოურუმს ბელიაშვილზე, გაიარეთ ტესტ დრაივი და შეიძინეთ Škoda Kodiaq 22,000 ლარამდე დანაზოგით!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები