LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

580
რძე

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს.

„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“,- აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. ცენტრის ცნობითვე, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.

ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი – უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით – შემთხვევები მიმდინარეობდა გართულებების გარეშე და ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა

„თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით კომპლექსური მოკვლევა გრძელდება“ – სურსათის ეროვნული სააგენტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები