LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისური კვარტეტი“ პირველი სოლო კონცერტისათვის ემზადება

892
კონცერტი

19 ოქტომბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება „თბილისური კვარტეტის“  სოლო კონცერტი  – „სიყვარულით თბილისს“

„თბილისური კვარტეტი“ ხანგრძლივი მეგობრობისა და ქალაქური სიმღერის სიყვარულით 2009 წელს შეიქმნა  და დღემდე კვარტეტის თითოეული წევრი აქტიურად ზრუნავს ქალაქური სიმღერის ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე.

კვარტეტი პირველ სოლო კონცერტს, მრავალფეროვანი რეპერტუარით წარმოადგენს ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით.

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი – ქეთი გაბისიანი

წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე

მონაწილეობენ: მოწვეული სოლისტი – ნატო მეტონიძე

ინსტრუმენტული ბენდი: ლევან დეისაძე – ბას გიტარა, დათო ქოიავა – სოლო გიტარა, პაატა ანდრიაძე  და ირაკლი მენთეშაშვილი – კლავიში, ზაზა ცერცვაძე და დიტო საკანდელიძე – დასარტყამი ინსტრუმენტები.

რეჟისორი – დათუნა მეფარიშვილი, მხატვარი – ვანო ჭელიძე, პროდიუსერი – ნეკა სებისკვერაძე.

პროექტის მხარდამჭრები:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

სსიპ შემოქმედებითი საქართველო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროექტის პარტნიორი კომპანიები

ფონდი „ქართული გალობა“

დუგლაძეების ღვინის კომპანია

ბოლერო და კომპანია

GT Group Technologies

ორგანიზატორი: ბიმარკ ჯგუფი

მედია პარტნიორები: რადიო „არ დაიდარდო“, ბილეთები.ჯი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები