რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის – „ფორტუნასთორის“ ახალი ეპიზოდის სტუმარი მსახიობი ქეთი ხუციშვილია.
ქეთი ხუციშვილი „ფორტუნასთან“ წარმატებულ როლზე, ოჯახსა და მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეპიზოდებზე საუბრობს.
„ბევრი ცუდი და ძალიან ცუდი მაქვს გადატანილი, ამის შედეგად ვმკურნალობ, ვიღებ ექიმის დანიშნულებით აბებს, რომ ცოტა ჯანმრთელად ვიყო.
ჩემი და, ლიკა, 24 წლის ასაკში საკუთარი ბედნიერების დღეს, ავტოავარიაში გარდაიცვალა 2008 წლის 2 იანვარს. რანაირად უნდა გადაიტანო? ვერ გადაიტან. უბრალოდ ეჩვევი? ვერც ეჩვევი, ალბათ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრობ.
ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა, 3 თვის იყო, ნინო ერქვა. ძალიან მძიმე, ძალიან რთული…“ – აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი რადიო „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.
